არჩევნები 2016

ენმ პარლამენტში შევა და მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა და არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ, 31-ით 8-ის წინააღმდეგ დასრულდა.

ცნობისთვის, ცესკოს პირველადი მონაცემებით, ენმ-ს საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 27.12% აქვს. ამასთან, 51 ოლქიდან, სადაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 47 ოლქში იღებს მონაწილეობას.

კომენტარები