არჩევნები 2016

აბაშიძემ, დოლიძემ, ონოფრიშვილმა და ცაგარეიშვილმა თავისუფალი დემოკრატები დატოვეს

ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი და გიორგი ცაგარეიშვილი თავისუფალ დემოკრატებს ტოვებენ - ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

"ჩემს ცხოვრებაში ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ მიხელმძღვანელია. ჩემთვის ყოველთვის იყო ჩემი სახელმწიფოო და ჩემი სამშობლოს ინტერესები პირველ ადგილზე. მომავალში რას და როგორ ვიზამ და რა ამპლუაში მოგევლინებით, ამას დრო გვიჩვენებს", - ამბობს აბაშიძე.

ამავე ბრიფინგზე თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ თქვა, რომ პარტია არ იშლება. მისივე თქმით, "ჩვენ არავის არ ვტოვებთ მარტო ბრძოლაში" და ჭიათურაში მათი მაჟორიტარი კანდიდატი მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პარტია ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვეს.

კომენტარები