აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

პრაღაში, აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

პრაღაში დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

„ჩვენ გვაქვს სტაბილური დღის წესრიგი, რომელიც ძირითადად მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს, ტურიზმს. ამ დღის წესრიგის მიხედვით ვიმსჯელებთ... ამ წლის იანვრიდან, საგრძნობლად გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის, მაგრამ თუ არის რაიმე წინსვლა, მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ, მოვისმენთ ამას და თუ იქნება რამე ინფორმაცია, ჩამოვიტანთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, "შემიძლია, ერთი თემა დავაანონსო, საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია - უახლოესი კვირების მანძილზე იწყება რუსეთიდან ჩვენი ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი".  

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრაა.

კომენტარები