ეკონომიკური ზრდა

სავალუტო ფონდმა 2017 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა

jornadadiaria.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ფონდის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 3.4% იქნება, 2017 წელს კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2% იქნება. ფონდი 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზით 2016 - 2017 წლებში საქართველოსთვის 2.5% და 4.5%-იან ზრდას ელოდა. 

განახლებული პროგნოზით, 2017 წლისთვის საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზები:

  • თურქეთი - 3%
  • რუსეთი - 1.1%
  • ჩინეთი - 6.2%
  • აზერბაიჯანი - 1.4%
  • სომხეთი - 3.4%
  • უკრაინა - 2.6%
  • გერმანია - 1.4%
  • იტალია - 0.9%

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ფინანსთა სამინისტრო სავალუტო ფონდის განახლებული მაკროეკონომიკური მონაცემების გამოყენებას გეგმავს. ბიუჯეტის პირვანდელი პროექტით, 2017 წლისთვის 4%-იანი ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა სავარაუდოდ ბიუჯეტის ზრდის პროგნოზი შეიცვლება.

"ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ბიუჯეტში, მათ შორის შეიცვლება მაკროეკონომიკური პროგნოზები. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა ჩვენი ზრდის პროგნოზი, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ერთად. ახალი მთავრობა და ახალი პარლამენტი დაამტკიცებს იმ ბიუჯეტს, რომელიც თვისობრივად იქნება განსხვავებული", - ამბობს ნოდარ ხადური.

 

კომენტარები