ბანკები

ეროვნულმა ბანკმა პროგრეს ბანკს საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა

პროგრეს ბანკი

ეროვნულმა ბანკმა პროგრეს ბანკს საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება თავად პროგრეს ბანკმა მიიღო, ამის მიზეზი კი ბანკის აქციათა პაკეტის თიბისი ბანკში გადასვლაა. 

ეროვნული ბანკის განცხადება:

სს "პროგრეს ბანკის" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "პროგრეს ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "პროგრეს ბანკი" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.
 
როგორც ცნობილია, 2016 წლის სექტემბერში სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს "თიბისი ბანკმა" შეიძინა.
 
ეროვნული ბანკის შეფასებით, სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები.
 
თიბისი ბანკმა ბანკი რესპუბლიკა და პროგრეს ბანკი სექტემბერში შეიძინა, გარიგების ღირებულება 315 მილიონი ლარია, მის შედეგად კი თიბისი ბანკი საქართველოს უმსხვილესი ბანკი გახდა.
 
პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, პროგრეს ბანკის  22%-იან წილის ბიძინა ივანიშვილიც ფლობდა.
 

კომენტარები