ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა

ბერლინში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა მიმდინარეობს

sputniknews.com

ბერლინში, სევასტოპოლისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პუტინი "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრას ესწრება, შეხვედრა 4 ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის მეთაურებს შორის მიმდინარეობს.

"ნორმანდიული ოთხეულის" ფორმატის მიზანი მინსკის შეთანხმების ამოქმედებაა, რომლის დანიშნულებასაც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრა წარმოადგენს. 

უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნორმანდიული შეხვედრა" სამი ქვეყნის მეთაურის: ანგელა მერკელის, ფრანსუა ოლანდისა და თავად პეტრე პოროშენკოს სატელეფონო საუბრისას დაიგეგმა.

"ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრამდე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირისპირ უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს შეხვდა, რის შემდეგაც უკრაინის საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და პოროშენკოსთან სამმხრივი შეხვედრა გამართა.

კომენტარები