საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს,- ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თავაძეს 5-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. ხოლო ირინე იმერლიშვილმა 3 მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო.

ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ივნისში ეწურება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 5 წლის ვადით აირჩევა. კანონმდებლობის თანახმად, თუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ის თანამდებობაზე აირჩევა სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე ჰყავს, რადგან პარლამენტის კვოტით დასანიშნი მოსამართლე ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 30 სექტემბერს შეუწყდა.

კომენტარები