სამხედრო მანქანის გადატრიალება

გუშინ დაშავებული რამდენიმე ჯარისკაცის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

რუსთავი 2

გუშინ კახეთში სამხედრო ავტომობილის გადატრიალების შედეგად დაშავებული ჯარისკაცების მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.  რამდენიმე მათგანი თბილისის კლინიკებში განაგრძნობს მკურნალობას. 4 ჯარისკაცია მოთავსებულია თბილისში ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფლებაში მართვით სუნთქვაზეა. 

„ერთი პაციენტი წევს რეანიმაციის განყოფილებაში, რომელსაც აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება. გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა და თეძოს ფრთის მოტეხილობა. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. დინამიკა არ გაუარესებულა, ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ორი პაცენტი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით, თავის ტვინის შერყევით და ლავიწის ძვლის მოტეხილობით ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია. ერთი პაციენტი გახლავთ გულ-მკერდი დახურული ტრავმით, ნეკნების მტავლობითი მოტეხილობით. პაციენტების მდგომარეობა სტაბიუურად მძიმე რჩება.“ - ა,ბობს ექიმი კონტანტინე მუმლაძე.

თავდაცვის სამინიტრო მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კახეთში სოფელ ბოდბესთან, სამხედრო მოსამსახურეებით სავსე ავტომანქანა გუშინ საღამოს გადატრიალდა. შედეგად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მანქანაში სულ 37 სამხედრო იმყოფებოდა. დაშავებულები დედოფლისწყაროს და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები