ISET

ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი: სექტემბერში ხაჭაპურის გამოცხობა 8.6%-ით გაძვირდა

flickr.com

ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, 2016 წლის სექტემბერში სტანდარტული ზომის იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.43 ლარი ღირს, რაც აგვისტოთან შედარებით 8.6%-ით მეტია. აგვისტოსთან შედარებით ფასების ზრდის მიზეზი ფასების სეზონური ზრდაა. 

2015 წლის სექტემბერთან შედარებით, ხაჭაპურის გამოცხობა 0.8%-ით გაიაფდა. ინდექსი ხაჭაპურის ინგერედიენტების ფასების ცვლილებაზეა დამოკიდებული. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ხაჭაპურის ინგრედიენტებში ყველაზე მეტად - 17%-ით კარაქი გაძვირდა, 7%-ით კი კვერცხი გაიაფდა. 

2015 წლის სექტემბერთან შედარებით ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასების ცვლილება ასე გამოიყურება:

  • კარაქი - გაძვირება 17%
  • საფუარი - გაძვირება 9%
  • ფქვილი - გაძვირება 2%
  • რძე - გაძვირება 1%
  • ყველი - გაიაფება 3%
  • კვერცხი - გაიაფება 7%

ISET-ის შეფასებით, ინგრედიენტების ფასები ძირითადად საერთაშორისო ბაზრზე მომხდარ ცვლილებებს ემორჩილებოდნენ, გარდა ერთი შემთხვევისა - ხორბლის მაღალი მოსავლის გამო მსოფლიოში ფქვილის ფასი 24%-ით შემცირდა, თუმცა ქართულ ბაზარზე ეს შემცირება ჯერ-ჯერობით არ ასახულა. 

ISET-ის ანგარიშის მიხედვით, ქართულ ბაზარზე ფქვილის საერთაშორისო ფასების ასახვას დაახლოებით 7 თვე ესაჭიროება, ამასთანავე ფქვილის ფასზე ტრანსპორტირების ხარჯებიც ახდენენ გავლენას.

კომენტარები