ერთნაირსქესიანთა ქორწინება

პრემიერი: "ერთსქესიანთა" ქორწინების აკრძალვა დისკრიმინაციული არ არის

0 კომენტარი

პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია იმედთან ექსკლუზიური ინტერვიუში, კონსტიტუციაში, ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განსაზღვრასთან დაკავშირებით ისაუბრა.   

"ეს საკითხი იქნება ალბათ იმ დიდი პაკეტის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საკონსტიტუციო ცვლილებების, ეს არ იქნება სასწრაფოდ გატანილი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა, რომ ერთიანი პაკეტი მივიღოთ და მე მომხრე ვარ, რა თქმა უნდა რომ სამოქალაქო ქორწინება აისახოს კონსტიტუციაში, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობა. და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ოჯახის დეფინიცია, როგორც ხშირად იყო დამახინჯებული. მე უბრალოდ ვსაუბრობ, რომ სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა, უნდა შეეძლოს მხოლოდ და მხოლოდ ქალს და მამაკაცს.

ეს არის ჩვენი აზრი, ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული და სხვათაშორის მე მქონდა კონსულტაციები არაერთ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, ექსპერტებთან, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ და არცერთი საერთაშორისო კონვენციით ეს არ არის ადამიანის უფლების დარღვევა. რაშია განსხვავება, ჩვენს პოზიციასა და ზოგიერთი იმ ჯგუფების პოზიციას შორის, რომლებიც ამ საკითხის აჟიტირებას ახდენენ. აქტუალიზაციას, ეს უფრო სწორი ტერმინია. მე ვფიქრობ, დიდი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ჩვენ ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ.

არავითარ შემთხვევაში, [ეს კანონი არ იქნება დისკრიმინაციული] არცერთი საერთაშორისო კონვენციით ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება არ არის დისკრიმინაციული. ამაზე პასუხისმეგებლი ვარ, როდესაც ამაზე ვსაუბრობ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერის გადატანა კონსტიტუციაში. თუ დისკრიმინაციულია, რატომ გვაქვს სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი?", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის საჭირო ამ ჩანაწერის კონსტიტუციაში გამეორება, პრემიერმა უპასუხა: „იმიტომ, რომ ძალიან რთული იყოს საქართველოში ამ საკითხის შეცვლა."

მისივე თქმით: "ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ევროპას სჭირდება ის საქართველო, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტრადიციული ფასეულობები და ღირებულებები და სწორედ ასეთი საქართველო სჭირდება ევროპას, ასეთი საქართველოს არის ღირებული ევროპისთვის და ჩვენ თვითონ ვართ ევროპა.

მე ახლა ვერ ჩამოგითვლით მაგრამ, რა თქმა უნდა არის არაერთი ქვეყანა [ევროპაში], ჩვენ შევისწავლეთ და ჩვენ ამაში არ ვართ უნიკალურები. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაშ, მათ შორის ეს არის აშშ-შიც, არ არის ყველგან დაშვებული. იქაც სხვადასხვანაირად არის, ზოგ შტატში არის დაშვებული, ზოგ შტატში არა. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ ეს საკითხი არის ხელოვნურად აქტივიზირებული, მე ვფიქრობ რომ ამ საკითხის ჩვენი მხირდან მხარდაჭერაც, სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენ გვეჩვენებინა მათ შორის იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებისთვისაც ძვირფასია, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამავე დროს ძვირფასია ტრადიცული ფასეულობები. გვეჩვენებინა, რომ ევროპა და დასავლეთი არ არის ერთსექსიანთა ქორწინების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ ჩვენ ძალიან აქტიურად მხარი ამ ინიციატივას.

ჩვენ ვიცავთ უმცირესობების უფლებებს და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული საქართველოში, რომ ჩვენ ყველა უმცირესობის უფლებებს ვიცავთ. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინების [სავარაუდოდ პრემიერი გულისხმობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას] აკრძალვის მხარდაჭერა გვაქვს კომბინაციაში ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან. ეს ძალიან დიდი განმასხვაბებელია. ეს არ არის დისკრიმინაცია და ამაზე საუბრის გაგრძელება, მე არ მგონია რომ სწორი იყოს, იმიტომ რომ ეს საკითხი ამოწურულია. ჩვენ ვართ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის მომხრე, ისე რომ ჩვენ შევინარჩუნოთ საუკეთესო ტრადიციული ფასეულობები და არანაირი ზიანი ამას არ მიადგეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები