არჩევნები 2016

კობახიძე: თარგამაძე და გაბაშვილი ახალციხე-ადიგენის ოლქში უბნების ჩაშლას ცდილობენ

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი ახალციხე-ადიგენის ოლქში უბნების ჩაშლას ცდილობენ.

"ჩვენი ინფორმაციით, ამ ოლქში მანქანით გადაადგილდებიან გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი, რომლებიც მითითებებს აძლევენ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. ეს კანონდარღვევაა და არ დარჩება დაუსჯელი. ასევე მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე", - თქვა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, "რუსთავის 67-ე უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონცენტრაცია შეინიშნება. არსებობს ეჭვი ამ უბანზე პროვოკაციის მოწყობას. მოვუწოდებთ ყველას, რომ არ განახორციელონ პროვოკაცია. ეს არ დარჩება დაუსჯელი. ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ, არ წამოეგონ ასეთ პროვოკაციებს", - თქვა მან.

კომენტარები