ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური ზრდა მთავრობის მიერ დაგეგმილ 3%-ზე დაბალია

ტაბულა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთავრობის მიერ ბიუჯეტით დაგეგმილ 3%-ზე დაბალია. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 31 ოქტომბერს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 1.5%-ით გაიზარდა, იანვარ-სექტემბერში კი ზრდამ 2.6% შეადგინა. 

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ წელს ყველაზე აქტიური ეკონომიკური სეზონი წლის მეორე კვარტალი იყო, ამ პერიოდში ზრდა 3%-ს შეადგენდა. წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა კი მეორე კვარტალში იყო და მან 2.2% შეადგინა. 

ბიუჯეტით წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა დაგეგმილი. გასულ წელს ზრდა 2.8% იყო, 2017 წელს კი მთავრობა 4%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავს. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

კომენტარები