არჩევნები 2016

რატიანი: შესაძლოა, იმამკულიევს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

Sergo Ratiani/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანის ინფორმაციით, მარნეულში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს. მისივე თქმით, შესაძლოა, იმამკულიევის წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს.

"აკმამედ იმამკულიევმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა არჩევნების პირველ ტურში, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ დაიწყო კამპანია. გამოყენებული იყო ყველა ხერხი. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დასრულდა. ახლაც, როგორც ჩანს, მას მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის საფრთხედ აღიქვამს, ვინაიდან ის ახალი თაობის ლიდერია.

ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მის წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, თუ ასე მოხდა, პასუხისგმებლობა სრულად მათ დაეკისრებათ", - თქვა რატიანმა.

კომენტარები