თბილისის 3 რაიონს 1 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

1 ნოემბერს თბილისის 3 რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ნაძალადევისა და მთაწმინდის/კრწანისის რაიონებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის (ნაწილობრივ), გალაქტიონ ტაბიძის, ლეონიძის, ჭოველიძის, ზანდუკელის, კერესელიძის, მაყაშვილის, წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და გულბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქრების და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები