ე.წ. კაბელების საქმე

დღეს სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა გაგრძელდება

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე დასწრებას თავისუფალი დემოკრატები სრული შემადგენლობით გეგმავენ.

დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვით წარდგება ბრალდების მხარე. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ, 2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი. ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავისუფალი დემოკრატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და თვლიან, რომ საქმე პოლიტიკური მოტივაციითაა წარმოებული.

კომენტარები