შენი ხმა ჩვენი მომავალია

„შენი ხმა ჩვენი მომავალია" - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიაში ჩართული სტუდენტების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ადმინისტრაციის ცნობით, "ჯგუფი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობებს განიხილავს".

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდებთან ასეთი აქტიური კომუნიკაცია შენარჩუნდა პროექტის "შენი ხმა ჩვენი მომავალია" დასრულების შემდგომ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის კუთხით ინიციატივა სწორედ მათგან წამოვიდა და ჩვენ ამ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები