გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძის მკვლელობის მცდელობისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა დასტაბილურდა

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა დასტაბილურდა და ამჟამად ის პალატაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ტაბულას ინგოროყვას კლინიკაში უთხრეს.

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. შსს-ს ცნობით, იარაღის უკანანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით კი, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს წარედგინა.

კომენტარები