უკრაინა

ხატია დეკანოიძე პოსტის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

ხატია დეკანოიძე
facebook.com/arsen.avakov

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე, პოსტის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. უკრაინელი მედიის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვაზე აპირებს თუ არა იგი თანამდებობის დატოვებას, დეკანოიძემ უპასუხა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირველი მათთვის გახდება ცნობილი.

ცნობისთვის დღეს თანამდებობა ოდესის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ დატოვა. 

კომენტარები