სააკაშვილის გადადგომა

პოროშენკო სააკაშვილზე: ვიმედოვნებ, მინისტრთა კაბინეტი მის გადადგომას მხარს დაუჭერს

dailystormer.com

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პოროშენკომ Интерфакс-Украина-ს განუცხადა, რომ უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა და ის იმედოვნებს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ მან ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური კამპანიის დაწყება გადაწყვიტა, ვიმედოვნებ, რომ ხვალ მთავრობა მის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს", - თქვაა პოროშენკომ.

პოროშენკომ ისიც აღნიშნა, რომ რეფორმების გასატარებლად, უკრაინაში მიწვეული ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი დღემდე წარმატებით მუშაობს უკრაინის მთავრობაში.

"მათგან რამდენიმე დღესაც წარმატებით მუშაობს უკრაინის მთავრობაში. მაგალითად, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე გიზო უგლავა. ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება, ქართულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ", - დასძინა პოროშენკომ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების წარდგენას ხვალ განიხილავს.

კომენტარები