აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება

Businessinsider

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება. უკანასკნელი მონაცემებით მას საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა დაუგროვდა.

საბოლოო გამარჯვებისთვის კოლეგიაში 270 ხმის მოპოვება იყო საჭირო.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მხოლოდ 5 შტატში არ დასრულებულა. დარჩენილია კოლეგიის 45 ხმა.

უკანასკნელი მონაცემებით, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი, დემოკრატ ჰილარი კლინტონს 58 ხმით უსწრებს.

ამ ეტაპზე დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში უკვე 276 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი - 218.

კომენტარები