აფეთქება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე - დაღუპულია 4, დაჭრილია 14 ადამიანი

EPA

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 14 სამხედრო მოსამსახურე.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. თალიბანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტის სამიზნე სპორტული მოედანი იყო, სადაც ასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და „მნიშვნელოვანი ადამიანები" ვარჯიშობდნენ. ამავე ინფორმაციით, თავდასხმა ოთხი თვის მანძილზე იგეგმებოდა.

NATO-ს ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით გამთენიისას, 5:30 საათზე მოხდა.

ბაგრამის ბაზაზე აფეთქებას წინ უძღოდა თავდასხმა ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო.

ბაგრამი, რომელიც დედაქალაქ ქაბულის მახლობლად მდებარეობს, ავღანეთში აშშ-ის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა.

კომენტარები