ჰენრი კისინჯერი

ჰენრი კისინჯერი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს

AP Photo/RIA-Novosti / Sergei Subbotin

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ჰენრი კისინჯერი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. აკადემიკოს ბორის ჩეტვერუშკინის თქმით, კისინჯერი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გლობალური პრობლემების კვლევებისთვის გახდა.  

ჰენრი კისინჯერთან ერთად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ნობელის პრემიის კიდევ ექვსი უცხოელი ლაურეატი გახდა. მათ შორის, ეკონომისტი კენეტ ჯოზეფ ეროუ, ფიზიკოსები სერჟ აროში და მარტინუს ველტმანი, ასევე ქიმიკოსები როჯერს კორნბერგი, ჟან-პიერ სოვაჟი და დენ შეჰტმანი.

ცნობისთვის, 1969-1975 წლებში ჰენრი კისინჯერი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი. 1973 წელს მას ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვიეტნამის ომის დასრულებასა და მშვიდობის მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ კისინჯერი ასევე ცნობილია, როგორც საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების დარეგულირების მონაწილე.

კომენტარები