საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტი: პირველი სხდომის თარიღზე დეპუტატებმა ნაჩქარევი განცხადებები გააკეთეს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით, დეპუტატებმა ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, არჩევნების შესახებ ცესკოს შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, ჯერ უცნობია კონკრეტული თარიღი და დრო, როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.

"მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით ჩვენ დეპუტატებისგან არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს და პრეზიდენტი შესაბამის სამართლებრივ აქტს გამოსცემს", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების ინფორმაციით კი, პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება. 

კომენტარები