ახალი წლის ღამეს გირჩის ოფისში მარიხუანას დარგავენ

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი მომავალი ხელისუფლებისგან მოითხოვს, ახალ წლამდე მარიხუანისა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება და კულტივირება/შენახვა პირადი მოხმარებისთვის ლეგალიზებული გახდეს. 

"თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 წუთზე გირჩის წევრები ჩვენს ოფისში ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად, პირდაპირ ეთერში, დავრგავთ მარიხუანას. ვიცით, რომ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-12 წლამდე, მაგრამ ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის პოლიტიკური ბრძოლის გზა. სხვა გზა, უბრალოდ, არ დაგვიტოვეს", - ამბობს პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები