ბიძინა ივანიშვილის ხეები

გურიის მოამბე: ივანიშვილმა ოზურგეთში ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე $45 000-ად იყიდა

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: Forbes

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მშენებარე პარკისთვის, ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე, 45 ათას დოლარად იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

გურიის მოამბის ცნობით, ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში, გობრონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში ბაობაბის ხეა, რომლის ასაკიც, ადგილობრივთა გადმოცემით, მინიმუმ ასი წელია.

თავად ოჯახი ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. მეზობლების თქმით, თავდაპირველად ხე ექსპრემიერის ძმამ, ადიკო ივანიშვილმა მოინახულა, შემდეგ კი სოფელს თავად ბიძინა ივანიშვილი ეწვია.

ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში აშენებს. როგორც ცნობილია, მან ამ პარკისთვის ციხისძირიდან ხე ტიტა ზღვით გადაიტანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები