ტრანსპორტი

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 17%-ით შემცირდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty

2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 8.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. ტვირთბრუნვის კლება წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 45%-ით არის შემცირებული. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის შემცირების შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტო სტატისტიკიდან გახდა ცნობილი.

ამავე სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საავტომობილო ტრანსპორტის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 22 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ გადაზიდვებში საავტომობილო ტრანსპორტი ლიდერობს.

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ ელოდება, რაც სავარაუდოდ წლის ბოლოს შეიძლება მოხდეს. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. 

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები