გერმანია

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე კენჭისყრას მეოთხედ აპირებს

AFP/Getty Images

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე მეოთხედ აპირებს კენჭისყრას.

გადაწყვეტილების შესახებ მან ფორმალურად ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

ფედერალური არჩევნები გერმანიაში, სავარაუდოდ, მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ წელს რეგიონულ არჩევნებში მერკელის პარტია დამარცხდა და, როგორც უკანასკნელი გამოკითხვები გვაჩვენებენ, მერკელის რეიტინგი მკვეთრად დაცემულია, თუმცა ჯერჯერობით ფართო მხარდაჭერას მაინც ინარჩუნებს.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად პირველად 2005 წელს აირჩეს. 2013 წელს კი - მესამე ვადით.

გერმანიაში კანცლერის პოსტზე ყოფნის განსაზღვრული ვადა არ არსებობს, თუმცა კანცლერს პოსტზე ბუნდესტაგი (გერმანიის პარლამენტი) ამტკიცებს, რომელსაც 4 წლის ვადით ირჩევენ. გერმანიის კანცლერი არჩეული მთავრობის ლიდერია და, შედარებისთვის, თანამდებობა სხვა საპარლამენტო მმართველობის სისტემის მქონე ქვეყნების პრემიერმინისტრის ეკვივალენტია.

კომენტარები