საქართველოს მთავრობა

ხვალ, 14:00-ზე, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს წარადგენს

facebook.com/KvirikashviliOfficial

ხვალ, 14:00-ზე, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს.

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში დაასახელებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ, ბიუროს სხდომა გაიმართება. მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებზე მოუსმენენ. გარდა ამისა, გაიმართება მათი შეხვედრები უმცირესობასთან და უმრავლესობასთან. ამის შემდეგ ჩაინიშნება პლენარული სხდომა და გაიმართება კენჭისყრა.

კომენტარები