საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატები ცოტა ხნის წინ დაასახელა. მინისტრთა ახალ კაბინეტში აღარ იქნებიან ნოდარ ხადური, დავით ბაქრაძე (ის პრეზიდენტმა უკვე დანიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩად) და ნოდარ ჯავახიშვილი.  

  • ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია.
  • ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი - დიმიტრი ქუმსიშვილი.
  • იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - თეა წულუკიანი.
  • საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ ჯანელიძე.
  • ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი - ვიქტორ დოლიძე.
  • შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - გიორგი მღებრიშვილი.
  • თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი - ლევან იზორია.
  • სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი - კახი კახიშვილი.
  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი - დავით სერგეენკო.
  • დევნილთა მინისტრობის კანდიდატი - სოზარ სუბარი.
  • ინფრასტრუქტურის და რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი - ზურაბ ალავიძე.
  • ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი - კახა კალაძე.
  • განათლების მინისტრობის კანდიდატი - ალექსანდრე ჯეჯელავა.
  • სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.
  • კულტურის მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ გიორგაძე.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცეპრემიერობის კანდიდატებიც წარადგინა. პირველი ვიცეპრემიერი კვლავ დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, ვიცეპრემიერის პოსტი ასევე შეინარჩუნა კახა კალაძემ.

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდება. ამის შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში მოუსმენენ. ასევე, გაიმართება მათი შეხვედრა უმცირესობასა და უმრავლესობასთან. ამის შემდეგ, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს და დაამტკიცებს.

კომენტარები