ახალი მთავრობა

პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.

განახლებული სამთავრობო გუნდი, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 26 ნოემბერს, რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადა, თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტმა გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციას გადაუგზავნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები