საქართველო-ევროკავშირი

EU: ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში საქართველომ პროგრესს მიაღწია

europa.eu

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრამდე, ევროკავშირის ევროპულმა საგარეო ქმედების სამსახურმა და ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია საქართველოს როლი ასოცირების ხელშეკრულების პროცესში 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე. ანგარიშის თანახმად, საქართველომ გაატარა რეფორმები, რომლის შედეგადაც გაძლიერდა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხარისხი. ანგარიშში ასევე ასახულია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ სხვა სფეროებში მიღწეული პროგრესი.

"ევროკავშირსა და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობა. ჩვენ ვართ თანამოაზრე პარტნიორები, ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ვალდებულებები საერთაშორისო ასპარეზსა და მოსახლეობის წინაშე. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მხოლოდ 5 თვე გავიდა, ამიტომაც ანგარიშში აღიარებულია საქართველოს მთავრობის უწყვეტი მუშაობა რიგ საკითხებთან მიმართებაში. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა მნიშვნელოვანი რეფორმები კვლავ ჩასატარებელია, რომელთა იმპლემენტაცია ყოველთვის ადვილი არ არის",- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

ანგარიშის თანახმად, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად უფრო მეტი სარგებელი მიიღონ, საჭიროა ასოცირების ხელშეკრულების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წესებისა და სტანდარტების იმპლემენტაცია . 

ანგარიშის ეკონომიკურ ნაწილში შეფასებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად საქართველოს მიერ მიღებული სარგებელი. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთლიანი ვაჭრობის მეოთხედი წილი ევროკავშირზე მოდის, იმავდროულად კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად საბაჟო ტარიფები და კვოტები გაუქმების შედეგად საქართველოს სავაჭრო რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებებთან მიახლოვება.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობისთვის, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა 2016 წლის 2 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები