რუსთავი 2-ის საქმე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის საქმესა და მედია პლურალიზმზე

EPA

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ისა და მედიაპლურალიზმის საკითხს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის კრიტიკულ ფაქტორად მიიჩნევს.

"რასაკვირველია, გვაშფოთებს ის გავლენა, რასაც რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მედია პლურალიზმზე მოახდენს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ რუსთავი ორის კითხვაზე პასუხად.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა სასამართლო დამუკიდებლობის და პოლიტიკური პლურალიზმის მნიშვნელობაც აღნიშნა.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსთავი ორის საქმე ჯერ კიდევ უზენაეს სასამართლოშია, რომელიც პირველი და სააპელაციო ინსტანციების გადაწყვეტილებებს იხილავს რუსთავი 2-ის მესაკუთრის ცვლილების შესახებ. რასაკვირველია, გვაშფოთებს ის გავლენა, რასაც ეს გადაწყვეტილება ქართული მედიასივრცის პლურალიზმზე მოახდენს. როგორც წარსულშიც აღგვინიშნავს, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამას კრიტიკული მნიშვნელობა ექნება საქართველოს წარმატებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონ კირბი.

კომენტარები