საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ 139 700 ლარად, ორი ახალი Toyota Rav4 prestige შეიძინა

Auto-Database.com

საკონსტიტუციო სასამართლომ 139 700 ლარად ორი ახალი, Toyota Rav4 prestige შეიძინა. ხელშეკრულების ღირებულება 139 700 ლარია. ON.GE-ს ცნობით, ტოიტა ცენტრი – თეგეტა ვალდებულია, სასამართლოს ორი ახალი ავტომობილი მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე მიაწოდოს. საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი ავტომობილები ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით იყიდა.

სასამართლო ავტომობილის მიმწოდებელს 111 700 ლარს ნაღდი ფულის სახით გადაუხდის, ხოლო დანარჩენი თანხა, 28 ათასი ლარი ჩანაცვლდება საკონსტიტუციო სასამართლოს ბალანსზე არსებული ორი ავტომობილით - Mercedess Benz S500-ის ღირებულება 25 ათასი ლარია, ხოლო Volkswagen Passat-ის – 3 ათასი ლარი.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარე და რამდენიმე მოსამართლე მიმდინარე წელს შეიცვალა. 2016 წლის 20 ოქტომბერს სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს.

კომენტარები