სირიის კრიზისი

ლავროვი და კერი ალეპოდან მეამბოხეების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ

0 კომენტარი
ფოტო: rt.com

რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების მეთაურები ალეპოდან მეამბოხეების გაყვანის თაობაზე სამშაბათს საღამოს ან ოთხშაბათს დილით ჟენევაში მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

სერგეი ლავროვის რწმუნებით, სირიის კრიზისის დასარეგულირებლად მეამბოხეების გაყვანის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმებას მიაღწევენ. მისივე თქმით, სირიაში ამბოხებულები, რომლებიც რჩებიან ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის მიერ აღიქმებიან, როგორც ტერორისტები.

სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მხარს არ დაუჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას და სირიის სამხედრო ჯარებს დაეხმარება ამბოხებულების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები