საწვავის ფასი

საწვავის ფასი გალფსა და ვისოლში 5 თეთრით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: http://pirveliradio.ge

სამომხმარებლო ბაზარზე დღეს საწვავის ფასები გაიზარდა. ვისოლმა და გალფმა საწვავის ფასი ლიტრზე 5 თეთრით გაიზარდეს. საწვავი არ გაუძვირებია ლუკოილისა და სოკარს.

გალფის ქსელში სავწვავის ფასი თითოეულ პროდუქტზე 5 თეთრით გაიზარდა. ერთი ლიტრი G-Force პრემიუმის ღირებულება ახლა 1.94 ლარს შეადგენს, G-Force ევრო რეგულარის ღირებულება კი 1.84 ლარია. 5 თეთრით გაიზარდა და 1.74 ლარი გახდა ერთი ლიტრი ევრო რეგულარის ღირებულება. 5 თეთრით გაიზარდა G-Force ევრო დიზელისა და ევრო დიზელის ღირებულებაც. G-Force ევრო დიზელი 1.90, ხოლო ევრო დიზელი 1.74 ლარი ღირს.

ვისოლის ქსელშიც 5 თეთრით არის გაზრდილი პროდუქტების ფასი. ეკო სუპერის ღირებულება ახლა 2.09 ლარს შეადგენს. 5 თეთრით გაიზარდა ეკო პრემიუმის ღირებულებაც და მისი ფასი ახლა 1.94 ლარია. ეკო რეგულარის ღირებულება 1.84 ლარი გახდა, ხოლო ევრო რეგულარის - 1.74. 5 თეთრით გაიზარდა ფასი დიზელზეც - ეკო დიზელი 1.9, ევრო დიზელი 1.78, ხოლო დიზელ ენერჯი 1.7 ლარი ღირს.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლიდან გაიზრდება აქციზის გადასახადი თამბაქოზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე.

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი თქვა, რომ ტონა ბენზინზე აქციზური მარკა 250 ლარით გაიზრდება და 500 ლარი გახდება. შესაბამისად, ტონა (1000 კილოგრამი) ბენზინი დაახლოებით 1330 ლიტრია, ეს კი ლიტრზე 19 თეთრიან გაძვირებას ნიშნავს. პრემიერის თქმით, აქციზური მარკის გაძვირებით მოგების გადასახდის რეფორმით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დაბალანსება იგეგმება.

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, მთავრობას რეფერენდუმის გარეშე არ შეუძლია გაზარდოს გადასახადები ან დააწესოს აქციზის გადასახადი. კანონმდებლობის მიხედვით, ერთადერთი გამონაკლისი აქციზის გადასახადია, რის გამოც მთავრობას სწორედ აქციზის გადასახადის ზრდა შეუძლია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები