სირიის კრიზისი

სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს

AFP

სირიის ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის ცენტრის ცნობით, სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს.

შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ალეპოს ამ ნაწილს უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ.

ამ ეტაპზე სირიის სამთავრობო ძალები აღმოსავლეთ ალეპოს ტერიტორიის 75 %-ს აკონტროლებენ.

სირიის სამთავრობო ძალებს დახმარებას რუსეთის ავიაცია უწევს.

ამბოხებულების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, რომლებსაც საკვების პრობლემა აქვთ, ასევე ამ ტერიტორიაზე არ მუშაობს საავადმყოფოები.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება მათთვის მორიგი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისთვის ემზადება.

კომენტარები