Check-in Georgia

გიორგაძე: Check-in Georgia 2017 წელსაც გაგრძელდება

0 კომენტარი
მიხეილ გიორგაძე ფოტო: ტაბულა

ბიუჯეტით დაფინანსებული ფართომასშტაბიანი კონცერტების პროგრამა Check-in Georgia მომავალ წელსაც გაგრძელდება. კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, მომავალი წლის კონცერტების პროგრამა გაზაფხულზე გახდება ცნობილი, იქამდე კი ღონისძიებების ჩატარებაზე ტურიზმის ადმინისტრაცია წინანადადებათა მიღებას გამოაცხადებს. 

"Check-in Georgia აუცილებლად გაგრძელდება. ტურიზმის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს წინადადებათა მიღებას სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით შემდეგ კი შედგება კალენდარი, რომელიც ალბათ წლის დასაწყისში გამოცხადდება. პროგრამა იქნება ძალიან მრავალმხრივი, მათ შორის იქნებიან A კლასის შემრულებლებიც და იქნება სხვა პროგრამაც, ფოლკლორიც, რაც ტურისტებს საქართველოში ასე ძალიან აინტერესებთ. მე ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან საინტერესო კულტურული კალენდარი გვექნება მომავალი წლისთვის", - ამბობს მიხეილ გიორგაძე. 

დღესვე კულტურის მინისტრმა 20 მაისს გასამართ Aerosmith-ის კონცერტის დაფინანსებაზეც გააკეთა კომენტარი. გიორგაძის თქმით, კონცერტის ხარჯებს Black Sea Arena თავად დაფარავს.

"Aerosmith-ის კონცერტი ფინანსდება ბუნებრივია თავად დარბაზის საოპერაციო ხარჯებიდან, ნაწილობრივ, რამდენადაც მე ვიცი, ხარჯი დაიფარება ბილეთების გაყიდვით და ასევე სპონსორული თანხებით", - ამბობს გიორგაძე.

მთავრობამ Check-in Georgia-ს ბიუჯეტის უკეთესად სამართავად ახალი სამთავრობო საბჭო - "ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო" შექმნა. ახალი საბჭოს მიზანს მთავრობასა და კერძო სეტქორს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს.

Check-in Georgia წელს 28 მილიონი ლარით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. მომავალი წლისთვის პროგრამის ზუსტი ბიუჯეტი ცნობილი არაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები