ვიზალიბერალიზაცია

შულცი: არ ველოდებით, რომ ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილების მიღებას შეაყოვნებს

facebook.com/GaribashviliOfficial

არ ველოდებით, რომ ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილების მიღებას შეაყოვნებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი twitter-ზე წერს.

"სექტემბრიდან ევროპარლამენტი მზად არის, რომ დათანხმდეს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიან უვიზო მიმოსვლას. არ ველოდებით, რომ საბჭო შეაყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას", - წერს მარტინ შულცი.


ფოტო: twitter.com/ep_president

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტი ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდა. კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

კომენტარები