მუქარა

"მადლობთ, ბიჭებო" - ემზარ კვიციანი მუქარის ნიშნების შემცველ ვიდეოს ეხმიანება

Facebook - Emzar Kviciani

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი, ემზარ კვიციანი, Facebook-ზე გავრცელებული მუქარის ნიშანის შემცველ ვიდეოს ეხმაურება და მასში მონაწილე პირებს მადლობას უხდის. 

სვანეთის ხედის ფონზე გადაღებული შიშველი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცთან რამდენიმე პირი მივიდა. მათთან "გასაუბრების“ შემდეგ, მამაკაცი "სვანებსა და სვანეთს" ბოდიშს უხდის.

ვიდეოს მუქარა ახლავს: "ყველამ გაითვალისწინეთ ამის შემდეგ, რომ ასეთი საქციელი აღარ განმეორდეს. თუარადა ასე ლაპარაკით შემდეგში აღარ შემოვიფარგლებით".

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ უწყებას აღნიშნულ ვიდეოზე გამოძიება არ დაუწყია. როგორც სამინისტროში ტაბულას უთხრეს, აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით მათთვის განცხადებით არ მიუმართავთ.

უწყებისვე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათთან განცხადება არ არის შესული, არ არიან ვალდებულები დაიწყონ გამოძიება, თუმცა მათ ამის უფლება აქვთ.

კომენტარები