კიბერთავდასხმა

Yahoo-ს მილიარდზე მეტი მომხმარებლის იმეილი გატეხეს

0 კომენტარი
ფოტო: AP

Yahoo-ს მილიარდზე მეტი მომხმარებლის იმეილი 2013 წლის აგვისტოში გატეხეს. ეს ინფორმაცია კომპანიამ დღეს გაავრცელა.

ჰაკერებისთვის მომხმარებლის ინფორმაცია, მათ შორის სახელები, ტელეფონის ნომრები, დაბადების თარიღი, დაშიფრული პაროლები და მისი აღსადგენი კითხვები გახდა ხელმისაწვდომი.

Yahoo მოუწოდებს მომხმარებლებს, შეცვალონ პაროლები და მათი აღსადგენი კითხვები.

Yahoo-ს 500 მილიონი მომხმარებლის ანგარიში 2014 წელსაც გატეხეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები