სირიის კრიზისი

ჩურკინი: ზოგჯერ ბავშვებს მტვერს აყრიან, რომ დაბომბვის მსხვერპლად წარმოაჩინონ

vestikavkaza.ru

გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა გაეროს უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა, რომ ალეპოში უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების მკვლელობის ცნობებს დადასტურება სჭირდება, რადგან ზოგჯერ ისინი ყალბია.

"ნანახი მაქვს და დარწმუნებული ვარ, თქვენც იცით, თუ როგორ იქმნება ზოგჯერ ასეთი ყალბი ამბავი და როგორ აყრიან ბავშვებს მტვერს, რომ ისინი წარმოაჩინონ დაბომბვის მსხვერპლად. შემაძრწუნებელი ცნობებია, თუმცა მათ სჭირდებათ დადასტურება. ჩემს პრაქტიკაში, გაცილებით მშვიდობიან პერიოდში, 1990-იან წლებში, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რათა შექმნილიყო გარკვეული ფსიქოლოგიური კლიმატი. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მსგავსი რამ სირიის შემთხვევაშიც", - თქვა ჩურკინმა.

ცნობისთვის, 13 დეკემბერს გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სამთავრობო ძალები სახლებში იჭრებიან და იქ მყოფებს კლავენ, მათ შორის, ქალებსა და ბავშვებს.

სირიის სამთავრობო ძალებს რუსული ავიაცია და ირანი ეხმარება.

კომენტარები