ლიბიაში ორმა პირმა თვითმფრინავი გაიტაცა, ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება

Shutterstock

ლიბიაში თვითმფრინავი 2-მა პირმა გაიტაცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავიალაინერი იძულებით მალტაში დაფრინდა, ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება. BBC-ის ცნობით, გამტაცებლები თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებიან.

თვითმფრინავის გატაცებას ლიბიის პრემიერმინისტრი Twitter-ზე გამოეხმაურა. ჯოზეფ მუსკატის თქმით, იგი ინფორმირებულია გატაცების შესახებ და უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად.

"ლიბიაში თვითმფრინავის შესაძლო გატაცებასა და მალტაში იძულებითი დაფრენის შესახებ ინფორმირებული ვარ. უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები გვერდით არიან",- წერს ჯოზეფ მუსკატი.

როგორც მალტას ვიცე მერმა BBC-ს განუცხადა გამტაცებლებს ჯერჯერობით მოთხოვნები ჯერ არ წაუყენებიათ.

"მოთხოვნა ჯერ არ ყოფილა. ეს პრობლემაა - ჩვენ ჯერ არ ვიცით რა არის მათი მოთხოვნები",- აღნიშნა მადგა მაგრი ნაუდიმ.

მალტას საერთაშორისო აეროპორტმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე თვითმფრინავის გატაცება დაადასტურა. მალტას აეროპორტი გატაცებული თვითმფრინავის დაფრენის გამო, შეზღუდვით მუშაობს.

"მალტას საერთაშორისო აეროპორტი ადასტურებს, რომ აეროპორტში უკანონო ინტერფერენციაა. საგანგებო სამსახურები ადგილზე მობილიზებული არიან",- წერს მალტას საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია.

Afriqiyah airways-ის თვითმფრინავი შიდა რეისს სებადან ტრიპოლიში ახორციელებდა.

კომენტარები