ნაციონალისტები

"უცხოელი ლტოლვილების შემოსვლა დაუშვებელია" - ნაციონალისტების აქცია რუსთაველზე

ლიბერალი

რუსთაველის მეტროსთან "ქართველმა ნაციონალისტებმა" უცხოელი ლტოლვილების მიღების წინააღმდეგ "გამაფრთხილებელი აქცია" გამართეს. მათი თქმით, საქართველოს ჰყავს "თავისი ლტოლვილები და საკუთარი გაჭირვებულები", ამიტომ, უცხოელი ლტოლვილების შემოსვლა დაუშვებელია. აქციის მონაწილეებმა არაერთი ქსენოფობიური და რასისტული გამონათქვამი გამოიყენეს.

„დასავლური კულტურა არის ყველაზე მაღალი თვითშეგნების კულტურა და ჩვენ, სწორედ ამ კულტურის წარმომადგენლები ვართ. დასავლური და აღმოსავლური კულტურა ერთმანეთისგან განსხვავდება სამყაროს ხედვისგან, და მათში ადამიანის განსაზღვრებით, დამოკიდებულებით სამართლის და რელიგიის მიმართ... თქვენ დღეს წარმოგიდგენიათ ამ ორი კულტურის შერწყმა? მე არა, დღევანდელი გლობალიზაცია კი მიგვაქანებს აბსოლუტური ნულისკენ, სადაც არ იქნება განსხვავება ერებს შორის. ელემენტარული ბიოლოგიური განათლება თუ გაქვთ, მიხვდებით, რომ შავი დომინანტი ფერია, სწორედ ის შავი რასები გახდება მომავალი და განადგურდება თეთრი თაობა. შემდეგი თაობა იქნება სრული ბიოლოგიური შეცდომა, რომელიც არ იქნება არც თეთრი, არც შავი, ექნება ორივეს ნიშნები, მაგრამ საბოლოოდ, ისევ შავი გაიმარჯვებს და აღარ იარსებებს ჩვენი თეთრი, წმინდა სისხლი" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სიტყვით გამოსვლისას.

(ტაბულა ემიჯნება კომენტარში გამოყენებულ ქსენოფობიურ და რასისტულ გამონათქვამებს).

კომენტარები