თბილისი 24

პრორუსულმა საინფორმაციო სააგენტო თბილისი 24-მა მაუწყებლობის უფლება მიიღო

vox.com

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს "თბილისი 24" კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა. 

თბილისი 24 საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა, მისი დირექტორი გოჩა ნაჭყებიაა. როგორც ირკვევა, გოჩა ნაჭყებიასა და პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ვლადიმერ ბედუკაძეს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ისინი ორგანიზაცია "საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" გამგეობის წევრები არიან. ევროკომუნიკატორის ინფორმაციით, "თბილისი 24"-ს დეზინფორმაციაც აქვს გავრცელებული. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, "თბილისი 24" კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გეგმავს. "თბილისი 24" დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს. კომპანია ინტერნეტტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.

კომენტარები