საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა 15 პირს სურს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების სურვილი 15-მა პირმა გამოთქვა. მათ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით მიმართეს. ცნობისთვის, კონკურსი, რომელიც გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 28 ნოემბერს გამოცხადდა, დღეს დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა სურთ:

ბაჩუკი ბახტაძე

რევაზ შალიბაშვილი

ზაალ ანჯაფარიძე

გიორგი ქავთარაძე

ვასილ მაღლაფერიძე

ნინო ზაუტაშვილი

გურამ ფალავანდიშვილი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

თინათინ ბერძენიშვილი

დავით ცინცაძე

მანანა ღოღობერიძე

რამაზ სამხარაძე

თამაზ ბიბილური

ნათია კუპრაშვილი

მარგარიტა დოლიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარს ჩატარდება ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგადაც გაირკვევა მე-2 ტურში გადასული კანდიდატების ვინაობა. მათ საბჭო 4-5 იანვარს მოუსმენს და ამის ნახვას მაყურებელი მე-2 არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში შეძლებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა 6 იანვარს გაირკვევა.

კომენტარები