საქართველოს პატრიარქი

სერგეენკო: პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საბედნიეროდ, უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის. არ მაქვს უფლებამოსილება, რომ კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე ვისაუბრო. გამომდინარე ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან, მაინც უკიდურესად საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება", - ამბობს სერგეენკო.

საპატრიარქოს ექიმმა ცისანა შარტავამ რ2-თან საუბრისას თქვა, რომ ილია მეორეს ვირუსული ინფექციის ფონზე ნაღვლის ბუშტის ანთება განუვითარდა. ექიმები ამბობენ, რომ პატრიარქს გერმანიაში გამგზავრება ქირურგიული ჩარევისგან თავის არიდების მიზნით ურჩიეს.

კომენტარები