პანდა

უხუცესმა მამრმა პანდამ სიცოცხლე 31 წლის ასაკში დაასრულა

Rex

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამრი პანდა პან პანმა სიცოცხლე 31 წლის ასაკში დაასრულა.

პან პანი უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

პან პანმა 130-ზე მეტი შთამომავალი დატოვა, რაც მსოფლიო მასშტაბით ტყვეობაში გაჩენილი პანდების მეოთხედს უდრის.

პანდები საშუალოდ 20 წელიწადს ცოცხლობენ.

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მდედრი პანდა კი, ჩინეთში მცხოვრები 36 წლის ბასია.

ჩინეთის უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში 1864 ზრდასრული პანდა ცხოვრობს. მათგან 422 ტყვეობაშია. 

შეგახსენებთ, რომ პანდები ბუნებრივ პირობებში მხოლოდ ჩინეთში ცხოვრობენ.

კომენტარები