საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა

2030

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. კენჭისყრის მეორე ტურში მაღლაფერიძეს სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. მეორე ტურში გენერალური დირექტორობისთვის მაღლაფერიძესთან ერთად თინათინ ბერძენიშვილი იბრძოდა.

ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის მთავარ პროდიუსერად მუშაობდა. მანამდე კი ასევე ივანიშვილის დაფუძნებული ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამავე არხზე მაღლაფერიძეს მიჰყავდა გადაცემა "კონსილიუმი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად". 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბარათაშვილმა ის 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების სურვილი 15-მა პირმა გამოთქვა. მათ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით მიმართეს. ცნობისთვის, კონკურსი გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 28 ნოემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს დასრულდა.

კომენტარები