ღამის კლუბები

გახარია ღამის კლუბებზე: მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთადერთზე, კანონის დაცვაზე

facebook.com/economypr

"მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთადერთზე, კანონის დაცვაზე", - ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ღამის კლუბებში არასრულწლოვანთა პროსტიტუციაზე პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.

”მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთადერთზე, კანონის დაცვაზე. იქ არ ყოფილა საუბარი რაღაც სახის კლუბების მხარდაჭერაზე ან არმხარდაჭერაზე. საუბარი იყო კანონის დაცვაზე. მე არ ვიცი, რა ინტერპრეტაციები მოყვა ამას, მაგრამ იქ იყო კონკრეტული დავალება კონკრეტული უწყებების მიმართ კანონის დაცვის მიმართულებით. პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს თავისი პოზიცია, ამაში არაფერია განსაკუთრებული”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გუშინ, 11 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ვარდების მოედანთან არსებულ კლუბებში არის დისკრიმინაციული მიდგომა და იქ ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ.

მთავრობის სხდომის შემდეგ, ამ თემაზე გიორგი კვირიკაშვილმა დამატებითი განმარტება გააკეთა, რადგან, მისი თქმით, პირველ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. პრემიერის თქმით, აღნიშნულ კლუბებში არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, "არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში".

კომენტარები