ვიზალიბერალიზაცია

საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარლამენტში კენჭისყრა 2 თებერვალს გაიმართება

Getty Images

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1 კი კენჭისყრას არ დაესწრო.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა 2 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები